Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსი ჟურნალისტი ქუთაისის აეროპორტიდან, სავარაუდოდ, ვარშავაში გააბრუნეს


ანდრეი მიალეშკა
ანდრეი მიალეშკა

ბელარუსი ჟურნალისტი ანდრეი მიალეშკა, რომელსაც საქართველოში არ უშვებდნენ, სავარაუდოდ, ვარშავაში გააბრუნეს. ის ორშაბათს ღამით ჩაფრინდა პოლონეთიდან ქუთაისის აეროპორტში.

როგორ მისმა უფლებადამცველმა, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელმა ზაალ გორგიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მიალეშკა თავის 11 წლის ქალიშვილთან ერთად საქართველოდან გააბრუნეს, თუმცა მისთვის უცნობია, რომელ ქვეყანაში.

ინფორმაციის დასაზუსტებლად ადვოკატი ქუთაისის აეროპორტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტს პასუხს წერილობით სთხოვს.

ქუთაისი-ვარშავის ავიარეისი 16:35 საათზეა დაგეგმილი.

ანდრეი მიალეშკა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ბათუმში ცხოვრობდა ცოლთან და ორ შვილთან ერთად. ის ორშაბათს ღამით ვარშავიდან ქუთაისში არასრულწლოვან ქალიშვილთან ერთად ჩაფრინდა.

რადიო თავისუფლება კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG