ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მან შეძლო რუსეთის არმიიდან გაეთავისუფლებინა 45 ინდოელი მოქალაქე, რომლებიც რუსმა შუამავლებმა გადაიბირეს და უკრაინაში საომრად ომში გაგზავნეს. ახლა ისინი სამშობლოში ბრუნდებიან.
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის მხარეზე ბრძოლას კიდევ 50 ინდოელი განაგრძობს. დიპლომატები ასევე ცდილობენ მათ გათავისუფლებას.
ივლისში, მოსკოვში ვიზიტისა და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ წამოჭრა შეკითხვა იმ ინდოელების დემობილიზაციის შესახებ, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონტრაქტებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და მოუწოდა მოსკოვს, რომ არ დაუშვას შემდგომი რეკრუტირება. პუტინმა პირობა დადო, რომ ხელს შეუწყობს ორივე საკითხის გადაწყვეტას.
მანამდე ინდოეთის პარლამენტის დეპუტატმა ვიკმაჯიტ სახნეიბმა ტელეარხ „დოჟდს“ განუცხადა, რომ ინდოეთის 90-ზე მეტი მოქალაქე უკრაინის ომში რუსეთის მხარეს საბრძოლველად მოტყუებით წაიყვანეს. მათგან, სულ ცოტა, რვა ომში დაიღუპა.
დეპუტატის თანახმად, ინდოეთის მოქალაქეთა უმრავლესობა რუსეთში სამუშაოს დაპირებით ხვდება, შემდეგ კი თარჯიმნის გარეშე, იძულებით ხელს აწერინებენ თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს. იმას, რომ ფრონტზეა, ადამიანთა უმეტესობა ადგილზე მიყვანისას ხვდება.
ფორუმი