Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ტყვეობიდან 49 უკრაინელი გაათავისუფლეს


ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელები
ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელები

13 სექტემბერს რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდა და უკრაინაში დაბრუნდა 49 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ცნობას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამისი ფოტოებიც დაურთო.


უკრაინის პრეზიდენტს პირდაპირ არ დაუკონკრეტებია, გაათავისუფლეს თუ არა უკრაინელები რუს პატიმრებზე გაცვლის შედეგად. მაგრამ რამდენიმე საინფორმაციო საშუალება, მათ შორის ბრიტანული ბიბისი წერს, რომ რუსეთსა და უკრაინელებს შორის გაიმართა ტყვეების გაცვლა პრინციპით 49:49-ზე.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს, რომლებსაც რუსი ჯარისკაცები ტყვედ აჰყავთ ფრონტზე და ამით ავსებენ "გასაცვლელ ფონდს".

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გათავისუფლებულ უკრაინელ სამხედროთა შორის არიან "აზოვსტალის" დამცველები და უკრაინის გმირი, სამხედრო მედიკოსი ვიქტორ ივჩუკი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG