მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას უფლება მისცა, რუსეთის წინააღმდეგ ომში ბრიტანული რაკეტა Storm Shadow გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის მაშინ, როცა რუსეთის ჯარები განაგრძობენ ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში ენერგეტიკისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას.
როგორც Guardian-ი იტყობინება სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კიევს უფლება მიეცეს, გამოიყენოს ბრიტანული წარმოების ფრთოსანი რაკეტები რუსეთის ტერიტორიის შიგნით, თუმცა ამის შესახებ ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ. ასევე არაა მოსალოდნელი, რომ ამ საკითხზე იქნება ლაპარაკი, როცა პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი 13 სექტემბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება ვაშინგტონში. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას არ დაუდასტურებია Guardian-ის ინფორმაცია.
ფორუმი