Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს თანამშრომლები ემსხვერპლნენ ყოფილი სკოლის შენობაზე ისრაელის ავიაციის თავდასხმას


 ალ-ჯაუნის სკოლის შენობასთან შეკრებილი ხალხი. ღაზის ცენტრალურ არეალში ნუსეირათში მდებარე შენობაზე ისრაელის ავიაციის თავდასხმის შედეგად გაეროს ექვსი თანამშრომელი დაიღუპა. 11 სექტემბერი, 2024 წელი
ალ-ჯაუნის სკოლის შენობასთან შეკრებილი ხალხი. ღაზის ცენტრალურ არეალში ნუსეირათში მდებარე შენობაზე ისრაელის ავიაციის თავდასხმის შედეგად გაეროს ექვსი თანამშრომელი დაიღუპა. 11 სექტემბერი, 2024 წელი

გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს (UNRWA) ექვსი თანამშრომელი დაიღუპა ღაზის სექტორში, ყოფილი სკოლის შენობაზე ისრაელის ავიაციის ორი თავდასხმის შედეგად.

სააგენტოს თანახმად, ეს იყო დაღუპული თანამშრომლების ყველაზე მეტი რაოდენობა ერთ ინციდენტში. გაეროს გენერალურმა მდივანი, ანტონიუ გუტურუეში წერს X-ში, რომ რაც ღაზაში მოხდა, სრულიად მიუღებელია.

სკოლის შენობას თავს აფარებენ იძულებით გადაადგილებული პალესტინელები, 12 ათასი ადამიანი - უმეტესობა ქალები და ბავშვები.

„დაღუპულებს შორის არიან სააგენტოს ბანაკის მმართველი და მისი სხვა წევრები, რომლებიც დახმარებას უწევდნენ ადგილნაცვალ პირებს“ - იტყობინება UNRWA X-ის საშუალებით.

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ განახორციელა ტერორისტებზე ორი ზუსტი თავდასხმა, რომლის სამიზნე იყო ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი ორგანიზაცია) სამეთაურო ცენტრი, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე, ლტოლვილთა დასახლებაში - ნუსეირათში იმყოფებოდა.

პალესტინელთა ინფორმაციით, ამ იერიშის დროს 18 ადამიანი დაიღუპა.

12 სექტემბერს პალესტინელთა ტერიტორიის, ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებამ გაავრცელა ცნობა, რომ შარშან 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის მიერ წამოწყებულ ომს რეგიონში 41 118 პალესტინელი შეეწირა. დაშავებულთა რაოდენობა 95 124-ს უდრის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG