Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუქრუთელების აქციამ თბილისში გადმოინაცვლა


შუქრუთელების აქცია თბილისში, პარლამენტის წინ. 11 სექტემბერი, 2024 წელი
შუქრუთელების აქცია თბილისში, პარლამენტის წინ. 11 სექტემბერი, 2024 წელი

შუქრუთელების პროტესტი თბილისში გრძელდება. ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან დედაქალაქში, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა იმ იმედით გადმოინაცვლეს, რომ ხელისუფლება კომპანია "ჯორჯიან მანგანეზთან" არსებულ დავას მოაგვარებს.

ადგილზე შეკრებილებს გაშლილი აქვთ საპროტესტო ბანერები წარწერით: "ნუ გვანგრევთ, კმარა", "მოვითხოვთ სამართლიანობას", "სოფელ შუქრუთის გადასარჩენად".

აქციის მონაწილე და სოფელ შუქრუთის მცხოვრები, თორნიკე ლაბაძე რადიო ტავისუფლებას ეუბნება, რომ აქამდე არაერთი წერილითა და განცხადებით მიმართეს პარლამენტსა და მთავრობის ადმინისტრაციას, ახლა კი გადაწყვიტეს თბილისიდან გააგონონ ხმა ხელისუფლებას.

"როგორმე, იქნებ ჩვენი მოსვლით მაინც გავაგებინოთ და მივაწვდინოთ ჩვენი ხმა. მონსტრი კომპანია ცდილობს, საკუთარ ეზოში დაგვჩაგროს. კომპანიას ვალდებულება აქვს აღებული სოფლის მოსახლეობის ანაზღაურება, სწორი, დათვლილი მეთოდით და არა კომპანიის მიერ შეთითხნილი უსაფუძვლო და არაკანონიერი კონტრაქტით", - ამბობს ის.

მისივე თქმით, ამჟამად კომპანიას შეჩერებული აქვს სამუშაოები სოფელ შუქრუთში და ასე გეგრძელდება მანამ, სანამ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგება.

შუქრუთელების აქცია თბილისში, პარლამენტის წინ. 11 სექტემბერი, 2024 წელი
შუქრუთელების აქცია თბილისში, პარლამენტის წინ. 11 სექტემბერი, 2024 წელი
შუქრუთელების აქცია თბილისში, პარლამენტის წინ. 11 სექტემბერი, 2024 წელი
შუქრუთელების აქცია თბილისში, პარლამენტის წინ. 11 სექტემბერი, 2024 წელი
შუქრუთელების აქცია თბილისში, პარლამენტის წინ. 11 სექტემბერი, 2024 წელი
შუქრუთელების აქცია თბილისში, პარლამენტის წინ. 11 სექტემბერი, 2024 წელი

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან რამდენიმე თვეა, უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტების თქმით, სოფელში საცხოვრებელი სახლები ინგრევა, რაც მადნის მოპოვებით სამუშაოებს უკავშირდება. შუქრუთელები მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG