Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამზან კადიროვი კვლავ ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის ჯანმრთელია


საილუსტრაციო ფოტო. რამზან კადიროვი
საილუსტრაციო ფოტო. რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ყოველ სამ თვეში იტარებს ჯანმრთელობის „კაპიტალურ რემონტს“ და „დიდ რემონტს“ ყოველ ნახევარ წელიწადში.

საკუთარი ჯანმრთელობის თაობაზე კომენტარი კადიროვმა გროზნოში საღამოს სეირნობის დროს 29 აგვისტოს გააკეთა- „რაკი დავდივარ, ესე იგი ცოცხალი ვარ“, - იხუმრა რამზან კადიროვმა.

„რაც თავი მახსოვს სულ „მკლავენ“ და „მესვრიან“, ახლა კი სერიოზული დაავადებები მომიგონეს. ცოტა მოვიმატებ და ამბობენ, ავადააო, ცოტას დავიკლებ და ისევ ავადააო“, - დაიჩივლა რამზან კადიროვმა.

პოლიტოლოგები, რომლებსაც „კავკაზ.რეალიი“ ესაუბრა, ამგვარად ჩეჩნეთის ლიდერი ცდილობს ბოლო მოუღოს მითქმა-მოთქმას მისი მძიმედ ავადმყოფობის შესახებ, რაც მას აიძულებს, რომ ეძებოს სავარაუდო მემკვიდრეები.

თითქმის ორი წელია, ჩეჩნეთის ხელმძღვანელიო ცდილობს ახსნა მოუძებნოს მის მკვეთრად ცვალებად გარეგნობას. გასული წლის სექტემბერში გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ კადიროვი კომაში ჩავარდა. მალევე რამდენიმე ჩეჩნური სანომრე ნიშნებიანი უცხოური წარმოების მანქანა გამოჩნდა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტის ოფისის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში. მოგვიანებით რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო ცენტრალური კომიტეტიდან, სადაც მისი იქ ყოფნა ბიძის ავადმყოფობით ახსნა. მაგრამ თავად კრემლი ამ ინფორმაციაზე დუმდა.

სხვადასხვა ინფორმაციით ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი პანკრეონეკროზით არის დაავადებული. მოსკოვი მის სავარაუდო შემცვლელად ასახელებს ბატალიონ „ახმატის“ ყოფილ მეთაურ აპტი ალაუდინოვს, რომელიც აპრილის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა.

22 აპრილს, „ნოვაია გაზეტა. ევროპამ“ გამოაქვეყნა მასალა ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის მძიმე ავადმყოფობისა და მისი შესაძლო მემკვიდრის შესახებ. გამოცემა ამტკიცებს, რომ კადიროვს პანკრეონეკროზის - კუჭქვეშა ჯირკვლის ნეკროზის დიაგნოზი ჯერ კიდევ 2019 წელს დაუსვეს. წლებია, რამზან კადიროვი დროის ხანგრძლივი ინტერვალებით არ ჩნდება საზოგადოებაში და შემდეგ აქვეყნებს ვიდეოებს იმის დასამტკიცებლად, რომ ცოცხალი და ჯანმრთელია. ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერი, რომელშიც კადიროვი აჩვენებს თავის ფიზიკურ ძალას, გამოქვეყნდა 20 აპრილს YouTube-ზე წარწერით „უზარმაზარ ლოდს ვეწევი“.

რამზან კადიროვის ავადმყოფობის შესახებ „ნოვაია გაზეტას“ რეპორტაჟის შემდეგ, ჩეჩნეთის მეთაურის ოფიციალურ ტელეგრამის არხზე ისევ გამოჩნდა ახალი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც კადიროვი მართავს შეხვედრას ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის თემაზე. ვიდეოში ჩეჩნეთის ხელმძღვანელი უძღვება თათბირს, პრაქტიკულად არ მოძრაობს, მეტყველებს ძალიან ნელა და გაუგებრად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG