უკრაინის საჰაერო ძალებმა 11 სექტემბერს, გამთენიისას გადაიტაცეს რუსეთის მხრიდან გაშვებული Shahed-ის ტიპის 20 დრონი - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალები.
უკრაინის განცხადებით, რუსეთმა ღამით იერიშები განახორციელა Shahed-ის ტიპის 25 დრონით, Iskander-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტით, S-300-ის ტიპის ორი რაკეტით და Kh-31p -ის ტიპის რადარის საწინააღმდეგო ექვსი რაკეტით. რუსეთის თავდასხმათა სამიზნეები იყო კიევის, ხერსონის, ჩერკასის, სუმის, დნეპროპეტროვსკის და პოლტავას რეგიონები.
მსხვერპლის, ან ნგრევის მასშტაბის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ფორუმი