Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრემიერი ცდილობს ახალი, უფრო მასშტაბური სამშვიდობო სამიტის გამართვას


უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიჰალმა 10 სექტემბერს პრესკონფერენცია გამართა კიევში
უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიჰალმა 10 სექტემბერს პრესკონფერენცია გამართა კიევში

უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიჰალმა 10 სექტემბერს იმედი გამოთქვა, რომ გაიმართება რუსეთთან ომის დასრულების მიზნით მოწვეული მეორე სამშვიდობო სამიტი, რომელშიც შვეიცარიაში გამართულ მსგავს შეხვედრაზე ბევრად უფრო მეტ სახელმწიფო მიიღებს მონაწილეობას.მთავრობაში ცვლილებების შემდეგ თავისი პირველი პრესკონფერენციის დროს უკრაინის პრემიერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ იმედი აქვს, შემდგომი სამიტი წლის ბოლოსთვის გაიმართოს და მასში 150 ქვეყანა იქნება ჩართული.

შვეიცარიის სამიტზე უკრაინამ მიაღწია, რომ 80-მა სახელმწიფომ გამოთქვა მოწოდება: ნებისმიერი შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს.

რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები შეხვედრაზე არ მიუწვევიათ. ჩინეთმა მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

კიევში პრესკონფერენციაზე შმიჰალმა განაცხადა, რომ უკრაინამ წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზარდა იარაღის წარმოება და იმედი აქვს, რომ წლის ბოლოსთვის მილიონამდე დრონს გამოუშვებს.

უპილოტო აპარატები რუსეთის უფრო ძლიერ ძალებთან დაპირისპირების უმთავრესი საშუალებაა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG