Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა რუს მეთაურს ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმაში ადანაშაულებს. კიევში საერთაშორისო სასამართლოს გენერალური პროკურორი ჩავიდა


 უკრაინის გენერალურმა პროკურორი ანდრი კოსტინი და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალური პროკურორი კარიმ ხანი. 14 სექტემბერი, 2024 წელი
უკრაინის გენერალურმა პროკურორი ანდრი კოსტინი და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალური პროკურორი კარიმ ხანი. 14 სექტემბერი, 2024 წელი

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრი კოსტინმა ბრალი დასდო რუსეთის სამხედრო - საჰაერო ძალების მეთაურს, რომლის ვინაობა არ დაასახელა, რომ მან კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმის ბრძანება გასცა წელს ივლისში.

კოსტინმა ტრაგედიის ადგილი 10 სექტემბერს მოინახულა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალური პროკურორთან ერთად. როგორც ჟურნალისტებს უთხრა ძლიერ დაზიანებული საავადმყოფოსთან ყოფნისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა, ჩანს, გამოყენებული იქნა ფრთოსანი რაკეტა Х-101. თუმცა ხანს აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა იქ საუბრისას არავისთვის დაუკისრებია.

ამ დარტყმის დროს ათეულობით ადამიანი დაიღუპა და მომხდარმა შეძრა საერთაშორისო საზოგადოებრიობა მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის განმავლობაში უკრაინიდან არ წყდება ცნობების ნაკადი ადამიანების ტანჯვის, ხოცვის და ასევე ნგრევის შესახებ, რასაც რუსეთის ამ ქვეყანაში წარმოებული ომი იწვევს.

ხანი უკრაინას სტუმრობს, რათა განამტკიცოს თავისი სახელმწიფოთაშორისი სასამართლოს მცდელობა, უზრუნველყოფილ იქნას მართლმსაჯულება რუსეთის სამხედროების მიერ ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულის გამო, რის შედეგადაც გაიცა არაერთი დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლების, სხვათა შორის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ.

კოსტინს გვარები არ დასახელებია, მაგრამ თქვა, რომ საერთაშორისო სასამართლომ გასცა დაპატიმრების ორდერი მეთაურის მიმართ, რომელიც კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმის ბრძნების გაცემაშია ეჭვმიტანილი.

მარტში სასამართლომ გასცა რუსი გენერლის, დაპატიმრების ორდერი გენერალ კობილაშას, იმ პერიოდში შესაბამის, შორი მოქმედების საჰაერო ძალებს დაჯგუფების მეთაურის და ადმირალ სოკოლოვის მიმართ, რომელიც იმ დროს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდალი იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG