იემენის ჰუტის მიმდევარი დაჯგუფების მეამბოხეებმა 9 სექტემბერს, დილით, განაცხადეს, რომ ჩამოაგდეს კიდევ ერთი ამერიკული წარმოების MQ-9 Reaper-ის ტიპის მზვერავი დრონი, რომელიც ქვეყნის თავზე დაფრინავდა.
ეს, შესაძლოა, მილიონობით დოლარის ღირებულების კიდევ ერთი დრონია, რომელიც მათ ჩამოაგდეს.
ჰუტის მიმდევრები აცხადებენ, რომ აშშ-მა საპასუხო საჰაერო დარტყმები განახორციელა მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე.
ამერიკელმა სამხედროებმა AP-ს აცნობეს, რომ მათ იციან ამ განცხადების შესახებ, თუმცა "არანაირი ცნობები არ მიუღიათ" ამერიკული სამხედრო დრონების ჩამოგდების შესახებ იემენის თავზე.
ჰუტის მიმდევრებმა არაერთხელ ჩამოაგდეს General Atomics-ის წარმოებული MQ-9 Reaper-ის ტიპის დრონები იმ წლების განმავლობაში, რაც 2014 წელს დაიკავეს იემენის დედაქალაქი სანა.
ჰუტის მიმდევრების დაჯგუფება ერთ-ერთი იმათგანია, რომელსაც ირანი უჭერს მხარს და რომელიც ისრაელს თავს ესხმის ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) მიმართ სოლიდარობის ნიშნად მას მერე, რაც 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმას მოჰყვა ღაზის სექტორში მიმდინარე ომი.
ფორუმი