Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის საჰაერო სივრცეში რუსეთის სულ მცირე, რვა დრონი შეფრინდა


შაჰედის ტიპის დრონის ნამსხვრევები (საილუსტრაციო ფოტო) ბელარუსის საჰაერო სივრცეში 7 სექტემბერს რუსეთის სულ მცირე, რვა დრონი შეფრინდა
შაჰედის ტიპის დრონის ნამსხვრევები (საილუსტრაციო ფოტო) ბელარუსის საჰაერო სივრცეში 7 სექტემბერს რუსეთის სულ მცირე, რვა დრონი შეფრინდა

7 სექტემბრის ღამეს ბელორუსის საჰაერო სივრცეში სულ მცირე, რვა რუსული დრონი შეფრინდა. მათ შორის შვიდი „შაჰედის“ ტიპის საფრენი აპარატი იყო, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს რუსეთი.

ცნობას ავრცელებს "Беларускі Гаюн-ი, პროექტი, რომელიც აკონტროლებს სამხედრო აქტივობას ბელორუსის ტერიტორიაზე.

7 სექტემბრის ღამით უკრაინას კვლავ დაესხნენ თავს რუსეთის არმიის დრონებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, 7 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის მასშტაბით შაჰედის ტიპის 67 დრონი გაუშვა. მათგან 58 ჩამოაგდეს, კიდევ 6-მა „დატოვა უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფი საჰაერო სივრცე“ და გაფრინდა ბელორუსისკენ. "Беларускі Гаюн-ი ამტკიცებს, რომ კიდევ უფრო მეტი რუსული თვითმფრინავი შეფრინდა ქვეყანაში უკრაინის ტერიტორიის გავლით. ერთ-ერთმა მათგანმა, სავარაუდოდ, დაახლოებით 200 კილომეტრი გაფრინდა და მიაღწია ქალაქ ნოვოგრუდოკის გარეუბანში ლიტვის საზღვართან. "რა დაემართა მას შემდეგ უცნობია", - ნათქვამია კომენტარში.

ასევე გავრცელდა ცნობა, რომ ბელორუსის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავები და ვერტმფრენები ცაში მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობდნენ. დილით ადრე მინსკის ოლქის მცხოვრებლებმა ცაში დრონი და სამხედრო თვითმფრინავი შენიშნეს. რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახური თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, ჩამოაგდეს თუ არა დრონები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG