ბელარუსი ადასტურებს, მანამდე მონიტორინგის ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, მათ საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენისა და მათი განადგურების შესახებ.
„5 სექტემბერს ღამით დაფიქსირდა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტი საჰაერო სივრცეში, სავარაუდოდ უპილოტო საფრენი აპარატების მიერ “ - ნათქვამია საჰაერო თავდაცვის ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის განცხადებაში.
საინფორმაციო სააგენტო ბელტას ობიექტების განადგურების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს უწყებაში.
ცნობაში არაა დაზუსტებული ვისი უპოლოტო საფრენი აპარატების განადგურებაზეა საუბარი, განცხადებაში ნათქვამია, რომ დადგენა მიმდინარეობს.
ღამით რამდენიმე რუსული უპილოტო საფრენის აპარატის მიერ ბელარუსის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სამონიტორინგი პროექტმა „Беларускі Гаюн“-მა.
პროექტის თანახმად "შაჰედის" ტიპის დრონები ქალაქ გომელთან ახლოს ავიაგამანადგურებლებმა ჩამოაგდეს.
ზოგი წყაროს ცნობით, დრონის ნამსხვრევების ჩამოცვენის შემდეგ ქალაქში ორ ადგილას ხანძარი გაჩნდა, რომელიც მალევე ჩააქრეს, ამასთან როგორც ტელეგრამის არხი "Флагшток"-ი წერს გომელში არ ჩართულა წინასწარი შეტყობინების სისტემა, რომელსაც 2022 წლიდან სისტემატურად ამოწმებენ.
ტელეგრამის არხი „Николаевский Ванёк" -ი იტყობინება, რომ 5 სექტემბერს უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე „შვიდმა თუ რვა“ რუსულმა დრონმა გადაიფრინა.
ფორუმი