Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CIA-სა და MI6-ის ხელმძღვანელები ერთობლივი მოწოდებით გამოვიდნენ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ

"ალ-აქსას წამებულთა საავადმყოფო" დეირ ალ-ბალაჰში ისრაელის არმიის მიერ დაბომბვის შემდეგ. 5 სექტემბერი, 2024 წელი. ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდება გამოთქვეს აშშ-ის და ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელებმა

აშშ-ის და ბრიტანეთის საგარეო სადაზვერვო სააგენტოების ხელმძღვანელებმა 7 სექტემბერს განაცხადეს, რომ ისინი "შეუჩერებლად მუშაობენ" ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე. მათ იშვიათი ერთობლივი საჯარო განცხადება გამოიყენეს მშვიდობისკენ მოწოდებისთვის.

AP-ის ცნობით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა და MI6-ის უფროსმა, რიჩარდ მურმა განაცხადეს, რომ მათმა სააგენტოებმა "გამოიყენეს ჩვენი სადაზვერვო არხები, რათა შეენარჩუნებინათ შეკავება და დეესკალაცია".

Financial Times-ის სტატიაში, მურმა და ბერნსმა განაცხადეს, რომ ისრაელის ომში ჰამასის წინააღმდეგ, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებადაა შერაცხილი აშშ-სა და ევროკავშირის მიერ, ცეცხლის შეწყვეტას "შეუძლია დაასრულოს მშვიდობიანი პალესტინელი მოსახლეობის ტანჯვა და საშინელი დანაკარგი და სახლში დააბრუნოს მძევლები 11-თვიანი ჯოჯოხეთური ტყვეობის შემდეგ".

ფორუმი

XS
SM
MD
LG