Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგენტინა ცდილობს მოიპოვოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი ვენესუელის პრეზიდენტის, მადუროს დასაკავებლად


ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო. 31 ივნისი, 2024 წელი.
ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო. 31 ივნისი, 2024 წელი.

არგენტინის ხელისუფლებამ მოუწოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, გასცეს ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების ორდერი.

ამის შესახებ იტყობინება საინფორმაციო სააგენტო dpa.

ვენესუელაში 28 ივლისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს თან სდევდა მადუროს მთავრობის მიერ ჩადენილი მასშტაბური გაყალბებისა და იმგვარი ქმედებების გამო მრავალრიცხოვანი ბრალდებები, რომლებიც შესაძლოა წარმოადგენდეს დანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ, - განაცხადა არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 სექტემბერს.

ბუენოს-აირესი აპირებს, მოიპოვოს მადუროსა და მისი მთავრობის სხვა წევრების დაკავების ორდერი, 9 სექტემბერს ჰააგის სასამართლოში ოფიციალური მოთხოვნის წარდგენით, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ნიკოლას მადურო, რომელიც ვენესუელაში 2013 წლიდან არის ხელისუფლებაში, სადავო არჩევნების შემდეგ, მესამე ვადით აირჩეს.

ის გამარჯვებულად გამოაცხადა ქვეყნის საარჩევნო ორგანომ, რომელიც მთავრობის მხარდამჭერებისგან შედგება.

აშშ-მა და ლათინური ამერიკის რიგმა ქვეყნებმა ვენესუელაში არჩევნებში გამარჯვებულად ოპოზიციის კანდიდატი, ედმუნდო გონსალესი ცნეს.

ევროკავშირმა და ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციამ განაცხადეს, რომ ეჭვი ეპარებათ ოფიციალური შედეგების სამართლიანობაში. ბოლო კვირების განმავლობაში, ვენესუელასა და მის ფარგლებს გარეთ, მადუროს ოპონენტები საპროტესტო მიტინგებზე გამოდიოდნენ არჩევნების, მათი თქმით, მანიპულირებული შედეგების წინააღმდეგ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG