Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთმა თალიბანი ამოიღო ტერორისტთა სიიდან


ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინსტროს შენობა ბიშკეკში
ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინსტროს შენობა ბიშკეკში

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ქვეყანამ ტერორისტთა სიიდან ამოიღო თალიბანი, საიმისოდ, რომ "უზრუნველყოფილი იყოს რეგიონული სტაბილურობა და კიდევ უფრო განვითარდეს მიმდინარე დიალოგი".

ერთი დღით ადრე, თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი ავღანეთის ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბიშკეკს მადლობა გადაუხადა ჯგუფის ამოღებისთვის ტერორისტთა ნუსხიდან.

ყირგიზეთის გენერალური პროკურატურის ოფისმა მიმდინარე კვირაში გაავრცელა ტერორისტულად მიჩნეული 20 ჯგუფის სია, რომელშიც თალიბანი არ არის დასახელებული.

თალიბებმა ავღანეთზე კონტროლი აღადგინეს 2021 წლის აგვისტოში, მას მერე, რაც ქვეყნიდან გავიდნენ აშშ-ის ძალები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG