Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბებმა ციხეში აწამეს და გააუპატიურეს ავღანელი უფლებადამცველი ქალი, რომელმაც წამების ვიდეო ჟურნალისტებს გადასცა-მედია


სასტიკი მმართველობით ცნობილი „თალიბანი“ ავღანეთის ხელისუფლებაში 2021 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვეს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ძალებმა.
სასტიკი მმართველობით ცნობილი „თალიბანი“ ავღანეთის ხელისუფლებაში 2021 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვეს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ძალებმა.

ყოფილმა პატიმარმა ავღანელმა აქტივისტმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა Guardian-ისა და Rukhshana Media-ს ჟურნალისტებს გადასცა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ციხეში ყოფნის დროს მას თალიბი მებრძოლები აწამებენ და აუპატიურებენ. როგორც გამოცემების ჟურნალისტები აცხადებენ, ეს ჩანაწერი პირველი პირდაპირი მტკიცებულებაა ავღანელი ქალების მიმართ პატიმრობის ადგილებში არასათანადო მოპყრობის შესახებ,

დაზარალებულმა უფლებადამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძალადობის ამსახველი ვიდეო მას დასაშინებლად გაუგზავნეს თალიბმა ბოევიკებმა, რომლებიც ის აწამეს. თალიბები ემუქრებოდნენ უფლებადამცველს, რომ ისინი გამოაქვეყნებდნენ ვიდეოს ინტერნეტში, თუ ის არ შეწყვეტდა ავღანეთში მმართველი თალიბანის რეჟიმის კრიტიკას.

ვიდეოზე, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთმა მცველმა გადაიღო თავის ტელეფონზე, ნაჩვენებია, თუ როგორ უბრძანეს უფლებადამცველს გაშიშვლება, რის შემდეგაც ორი ბოევიკი მას რამდენჯერმე აუპატიურებს. ამავე დროს, ავღანელი ქალი ცდილობს სახე ხელებით დაფაროს, მაგრამ შეიარაღებული მამაკაცი უბიძგებს მას ისე, რომ სახე ღია დარჩეს და ქალის ამოცნობა მოხდეს. ჩანაწერზე ისმის ასევე კამერაში მყოფთაგან ერთ-ერთი მოძალადის ხმა: "მთელი ამ წლების განმავლობაში შენ ამერიკელები გაუპატიურებდნენ, ახლა კი ჩვენი ჯერია."

აქტივისტის თქმით, რომლის სახელიც მისი უსაფრთოხების გამო არ მჟღავნდება, ის თალიბანის რეჟიმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მას ავღანეთის დატოვება მოუწია.

Guardian-ი აღნიშნავს, რომ გამოცემამ ადრეც მიიღო საჩივრები ავღანელი ქალებისგან, რომლებიც თალიბების ციხეებში წამება და ძალადობა გადაიტანეს. ბევრი მათგანი თალიბანმა დააკავა ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო. ციხის თანამშრომლები ასეთ ქალ პატიმრებს ტანჯვას აყენებდნენ: კაბელით სცემდნენ, ჩაქოლვით და სკივდილით დასჯით ემუქრებოდნენ.

  • ავღანეთი არის ქვეყანა, სადაც ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ომებმა დიდი ზიანი მიაყენა ქალებს. სექსუალური ძალადობის გადარჩენილთა შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. დღემდე, არანაირი დახმარება ან მხარდაჭერა არ მიუღიათ იმ ქალებს, ვინც ბოევიკებისა და მებრძოლების მხრიდან ძალადობა განიცადა.
  • „თალიბანმა“ ავღანეთზე კონტროლი პირველად 1996 წელს დაამყარა და დააფუძნა „ისლამური საამირო“. შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებთან ერთად ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად, „თალიბანის“ რეჟიმი 2001 წელს დაამხო.
  • სასტიკი მმართველობით ცნობილი, არაერთი ტერაქტის ორგანიზატორი „თალიბანი“ ავღანეთის ხელისუფლებაში 2021 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვეს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ძალებმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG