ოთხშაბათს აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ქალაქ უინდერში, უცნობმა პირმა სკოლაში ცეცხლი გახსნა. არიან დაჭრილები, ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში მოათავსეს. NBC-ის ცნობით, სულ მცირე, ოთხი დაიღუპა და მინიმუმ 30 დაშავდა. CNN-ის მიერ შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოში ჩანს მინიმუმ ხუთი სასწრაფო დახმარების მანქანა და ერთი სამედიცინო ვერტმფრენი.
მსროლელი დაკავებულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს არის სკოლის ასაკის მოზარდი, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, არის თუ არა ის ამ კონკრეტული სკოლის მოსწავლე.
ქალაქმა უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მიიღო და სკოლის შენობის პერიმეტრი ჩაკეტილია. მოსწავლეები სახლში გაუშვეს.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივ ადგილებში მოხდა რამდენიმე ასეული მასობრივი სროლა, მათ შორის სკოლებსა და კოლეჯებში. ამ შემთხვევების გამო საზოგადოებაში აქტუალური გახდა შეკითხვები სამოქალაქო იარაღის ფლობის წესების გამკაცრების ან მისი სრულად აკრძალვის შესახებ. მსგავს წინადადებებს მკვეთრად უარყოფენ თავდაცვის უფლების მომხრეები.
ფორუმი