ყვარლის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფლის მოსახლეობამ, ვისაც ყურძენი აქვს გასაყიდი სოფელ ჭიკაანთან ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტეს.
პოლიციის მისვლამდე, საავტომობილო მოძრაობა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ყვარლის რაიონში მხოლოდ ერთი ღვინის ქარხანა მუშაობს და ისიც დაბალ ფასს იხდის.
მევენახეების თქმით 1 კილოგრამ საფერავში 1,2 ლარს იხდიან, რაც გაწეულ ხარჯებს ვერ ანაზღაურებს.
“ის რაც ყირძნის ფასებთან დაკავშირებით ხდება ეს არის სპცოპერაცია გლეხის წინააღმდედ. ვენახის მოყვანის ხარჯები წლიდან წლამდე იზდება, რაც ფასზე არ აისახება. თუ ყურძნის ფასმა არ მოიმატა, წელს ბანკის ვალებსაც ვერ გადავიხდით” - უთრა რადიო თავისუფლებას მევენახე თენგიზ დათუნაშვილმა.
მევენქხეები ადგილზე სოფლის მეურნების მინისტრის ჩასვლას და პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციების გამართავს გეგმავენ. ყურძნის ფასით უკმაყოფილი მევენახეებმა აქცია 31 აგვისტოსაც გამართეს.
ფორუმი