მისი თქმით, მონღოლეთს თავისი ნავთობპროდუქტების 95% და ელექტროენერგიის 20%-ზე მეტი უახლოესი მეზობლებისგან შემოაქვს. Ამ იმპორტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის არსებობისთვის.
"მონღოლეთი ყოველთვის ნეიტრალიტეტის პოლიტიკის მომხრე იყო თავის ყველა დიპლომატიურ ურთიერთობებში, რაზეც მეტყველებს ჩვენი ოფიციალური განცხადებები დღევანდელ დღეს", - დასძინა მთავრობის წარმომადგენელმა.
3 სექტემბერს ევროკავშირმა გააკრიტიკა მონღოლეთი საერთაშორისო სასამართლოს ორდერის შეუსრულებლობის გამო, როცა ამ ქვეყანაში ჩავიდა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, რომელზეც ეს ორდერია გაცემული. ევროკავშირმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ „მონღოლეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტების მონაწილემ არ შეასრულა თავისი მოვალეობა, შეესრულებინა დაკავების ორდერი“- ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. მანამდე, 3 სექტემბერს, პუტინი შეხვდა მონღოლეთის პრეზიდენტს, უხნაგიინ ხურელსუხმა ულან- ბატორში. ეს პუტინის პირველი მოგზაურობა იყო სასამართლოს წევრს ქვეყანაში მასზე 2023 წლის მარტში დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ
მონღოლეთში სამ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანა ესაზღვრება რუსეთსა და ჩინეთს. 2003 წელს მონღოლეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი გახდა. ხელშეკრულების თანახმად, ქვეყანა ვალდებულია, ითანამშრომლოს სასამართლოსთან - მათ შორის, დააკავოს და გადასცეს ნებისმიერი ეჭვმიტანილი, რომელიც მის ტერიტორიაზე შევა.
უფლებადამცველები მონღოლეთის ხელისუფლებას პუტინის დაკავებისკენ მოუწოდებდნენ.
ფორუმი