Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ექსპერტები "განგაშს" აცხადებენ იმის გამო, რომ ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევებმა აგვისტოს თვეში 93-ს მიაღწია


ირანელი ემიგრანტები სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ ბრიუსელში. 2023 წლის ივნისი.
ირანელი ემიგრანტები სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ ბრიუსელში. 2023 წლის ივნისი.

2 სექტემბერს გაეროს უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ ირანში, აგვისტოში, სიკვდილით დასაჯეს სულ ცოტა, 93 ადამიანი, რამაც წელიწადში სიკვდილით დასჯის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზარდა და ის ახლა 400-ზე მეტს შეადგენს.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის (OHCHR) უწყებამ "განგაში" გამოხატა ერთ თვეში სიკვდილით დასჯილთა საერთო რაოდენობის გამო - ივლისში ეს რაოდენობა 45-ს შეადგენდა - და მოუწოდა ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიკვდილმისჯილი ადამიანების სიკვდილით დასჯა.

მისი თქმით, გასულ თვეში სიკვდილით დასჯილთაგან 41 ნარკოდანაშაულის გამო იყო. "საერთაშორისო შეთანხმება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, რომლის ნაწილიცაა ირანი, ზღუდავს სიკვდილით დასჯის გამოყენებას "განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების გამო", როგორიცაა განზრახ მკვლელობა", განაცხადა უწყებამ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG