Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო: უცხოური აგენტების რეესტრიდან უკვე 209 პირია ამოღებული


რუსეთის უცხოურ აგენტთა რეესტრიდან, რომელსაც ამ ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო განაგებს, უკვე 209 პირია ამოღებული, ამის შესახებ იტყობინება უწყების ხელმძღვანელი, კონსტანტინ ჩუიჩენკო, თუმცა არაფერს ამბობს მნიშვნელოვან დეტალზე.

მისი თქმით, რეესტრიდან ამოღებული პირები წარმოადგენენ თითქმის მეოთხედს ახლანდელი სიისა, რომელიც, სხვათა შორის, ყოველკვირეულად ივსება.

ამჟამად სიაში 860 პირია, ამოღებულთა ჩათვლით. ჩუიჩენკომ აღნიშნა, რომ არსებობს "უცხოური აგენტების რეესტრიდან ამოღების სავსებით უბრალო და გონივრული პროცედურა": საკმარისია, პირმა დაამტკიცოს, რომ ის უკვე აღარ არის უცხოური აგენტი.

თუმცა ფაქტი, რომელიც ჩუიჩენკოს არ უხსენებია, არის ის, რომ იმ პირთა უმეტესობამ, რომლებიც "ამოიღეს" სიიდან, საერთოდ შეწყვიტა არსებობა.

"ოვდ-ინფოს" გამოთვლებით, უცხოური აგენტების სიაში მოხვედრის შემდეგ თავისი ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო 142-მა გაერთიანებამ.

რუსეთის ხელისუფლებას უცხოურ აგენტად შეუძლია გამოაცხადოს ნებისმიერი პირი, რომელიც იმყოფება "უცხოური გავლენის" ქვეშ, რისი განმარტებაც კანონში ძალიან ბუნდოვნადაა გაწერილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG