Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის პარლამენტი განიხილავს უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის სისტემის გაგზავნის საკითხს


რუმინეთს ნათქვამი აქვს, რომ თავისი ორი Patriot-ის ტიპის სისტემიდან ერთს უკრაინას გადასცემს
რუმინეთს ნათქვამი აქვს, რომ თავისი ორი Patriot-ის ტიპის სისტემიდან ერთს უკრაინას გადასცემს

რუმინეთის კოალიციურმა მთავრობამ 2 სექტემბერს პარლამენტს საბოლოო დამტკიცებისთვის გაუგზავნა კანონპროექტი, რომელიც შესაძლებელს ხდის უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას.

ბუქარესტმა ივნისში გამოაცხადა, რომ თავისი ორი მოქმედი Patriot-ის სისტემიდან ერთს უკრაინას გადასცემდა, იმ პირობით, რომ მოკავშირეები მას ჩაანაცვლებდნენ საჰაერო დაცვის მსგავსი სისტემით.

რუმინეთს, რომელიც 2004 წლიდანაა ნატოს წევრი, უკრაინასთან 650-კილომეტრიანი საზღვარი აქვს. რუსეთის დრონების ნამსხვრევები ხშირად ცვივა რუმინეთის ტერიტორიაზე, მოსკოვის მხრიდან უკრაინის პორტებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG