Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუმის ოლქში ბავშვთა სახლი და სარეაბილიტაციო ცენტრი სარაკეტო თავდასხმის ქვეშ მოყვა


სუმის ოლქი რუსეთის თავდასხმის შემდეგ. 30 აგვისტო, 2024 წელი
სუმის ოლქი რუსეთის თავდასხმის შემდეგ. 30 აგვისტო, 2024 წელი

უკრაინის ქალაქ სუმის ბავშვთა სახლი და ბავშვთა სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ქვეშ მოყვა. ორივე დაწესებულება ერთ შენობაშია განთავსებული და საცხოვრებელ მიკრორაიონში მდებარეობს.

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კიდევ ზუსტდება ნგრევის მასშტაბი და დაშავებულთა რაოდენობა.

ამ ეტაპზე არსებული ცნობებით, დაშავდა 13 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. სუმის ოლქის პოლიციის განცხადებით, თავდასხმის შედეგად განადგურდა საგანმანათლებლო დაწესებულება და, სულ მცირე, ხუთი მაღალსართულიანი შენობა

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით, რაც ომის კანონების დარღვევას გულისხმობს.

რუსეთის თავდაცვის სამინიტრო სუმის ოლქზე განხორციელებულ თავდასხმას არ გამოხმაურებია.

უკრაინის სუმის ოლქი რუსეთის კურსკის ოლქს ესაზღვრება, რომლის ტერიტორიაზეც 6 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები შევიდნენ. ამ ოპერაციის ერთ-ერთი მიზნად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული მხრიდან დაბომბვისგან სუმის ოლქის დაცვა დაასახელა. ამავდროულად, უკრაინული არმიის კურსკის ოლქში შეჭრის შემდეგ გაიზარდა უკრაინის ტერიტორიების დაბომბვის მასშტაბი. სუმის ადმინისტრაციამ 23 დასახლების სავალდებულო ევაკუაციის განკარგულება გასცა, სადაც ექვსი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG