Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედია: ვენესუელამ რუსეთს გადასცა ორი კოლუმბიელი, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძოდნენ


უკრაინის დაცვის საერთაშორისო ლეგიონის მებრძოლები ლუგანსკში, 2 ივნისი, 2022 წელი
უკრაინის დაცვის საერთაშორისო ლეგიონის მებრძოლები ლუგანსკში, 2 ივნისი, 2022 წელი

30 აგვისტოს რუსეთის უშიშროების სამსახურმა (FSB) გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავა კოლუმბიის ორი მოქალაქე, რომლებიც, დაზვერვის სამსახურის ცნობით, დაქირავებულ მეომრებად მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში უკრაინის მხარეს.

კოლუმბიური გაზეთის El Tiempo-ს ცნობით, ორივე კოლუმბიელი დააკავეს ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში და ექსტრადირებული იქნენ რუსეთში.

ერთ-ერთი დაკავებულის დამ El Tiempo-ს განუცხადა, რომ მათ მიიპყრეს ვენესუელის პოლიციის ყურადღება, რადგან უკრაინული არმიის ფორმა ეცვათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე არტე და ხოსე არონ მედინა შინ - კოლუმბიაში მიემგზავრებოდნენ კარაკასის გავლით.

რუსული "რია ნოვოსტი" უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მათ უპოვეს ჩხრეკისას სამხედრო ფორმა "კარპატების სეჩის" ბატალიონის ნიშნებით.

კოლუმბიის, ვენესუელისა და რუსეთის ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. შესაძლო ექსტრადიციის შესახებ Politico და რუსული გამოცემა Readovka-ც წერენ.

კარაკასში კოლუმბიელთა დაკავება და შემდგომი გადაცემა, თუ ეს მართლაც მოხდა, პირველი ცნობილი შემთხვევაა უკრაინაში მებრძოლი უცხოელების რუსეთში ექსტრადიციის შესახებ.

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ ორივე მხარეს იბრძვიან სხვადასხვა ქვეყნის დაქირავებული მეომრები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG