პრაღაში დაიწყო უსაფრთხოების საერთაშორისო ყოველწლიური კონფერენცია Globsec-ი. თითქმის ორი ათწლეულის მანძილზე ეს ფორუმი ერთ-ერთი უდიდესი თავყრილობაა თავდაცვისა და ეკონომიკის შესახებ ცენტრალურ ევროპაში.
ბოლო 18 წელიზადში ფორუმი იმართებოდა ბრატისლავაში, მაგრამ წელს გადაწყდა ღონისძიების პრაღაში მოწყობა - ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პეტრ პაველის მიწვევით, აღნიშნავს Current Time-ი.
ეს გადაწყვეტილება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მემარცხენე პოპულისტი რობერტ ფიცოს დაბრუნების შემდეგ მიიღეს კონფერენციისთვის დაფინანსების შემცირების გამო.
სამი დღის განმავლობაში, 30 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე, პოლიტიკური ლიდერები და ექსპერტები განიხილავენ გლობალურ თემებს, როგორიცაა ევროკავშირისა და ნატოს გაფართოება, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომები და ეკონომიკურ მდგრადობასთან დაკავშირებულ საკითხები.
Globsec-ის ფორუმი პლატფორმაა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მაღალ დონეზე მოსამზადებლად. გასულ წელს მისმა მონაწილეებმა განიხილეს სერბეთსა და მის ყოფილ ოლქს, ნაწილობრივ აღიარებულ კოსოვოს რესპუბლიკას შორის მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა.
ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა დასავლეთ ბალკანეთისთვის მრავალმილიარდიანი ეკონომიკური პაკეტი გამოაცხადა. შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას და ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას.
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ წლევანდელი კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ფორუმს ესწრება რამდენიმე პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე კანდიდატი ქვეყნებიდან.
ფორუმი