Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი და ჰამასი შეთანხმდნენ პოლიომიელიტის წინააღმდეგ აცრისთვის ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე


პოლიომიელიტით დაავადებული 11 თვის აბდელ-რაჰმან აბუ ელ-ჯედიანი დედის კალთაში. 27 აგვისტო, 2024 წელი. დეილ ალ-ბალაჰშის კარვების ბანაკი. ღაზის სექტორი
პოლიომიელიტით დაავადებული 11 თვის აბდელ-რაჰმან აბუ ელ-ჯედიანი დედის კალთაში. 27 აგვისტო, 2024 წელი. დეილ ალ-ბალაჰშის კარვების ბანაკი. ღაზის სექტორი

ისრაელის არმია და ჰამასი (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) შეთანხმდნენ საბრძოლო მოქმედების ცალკეულ ზონალურ სამდღიანი შეწყვეტაზე ღაზის სექტორში, რათა მოხდეს 640 ბავშვის აცრა პოლიომიელიტის წინააღმდეგ.

ვაქცინაციის კამპანია იწყება 1 სექტემბერს, განაცხადა რიკ პიპერკორნმა, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მაღალი რანგის წარმომადგენელმა რეგიონში.

პიპერკორნის თანახმად, საბრძოლო მოქმედებები შეჩერდება დილის 6 საათიდან 3 საათამდე ადგილობრივი დროით.

23 აგვისტოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, სულ მცირე, ერთი ბავშვი დაავადდა პოლიომიელიტის მეორე ტიპის ვირუსით, რაც ამ რეგიონში ბოლო 25 წელიწადში ასეთი პირველი შემთხვევა იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG