საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დღეს ჩავა და სერბ კოლეგასთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან, მოლაპარაკებებს გამართავს.
რადიო თავისუფლების სამხრეთსლავური სამსახურის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერები იმსჯელებენ პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე და განიხილავენ სერბეთის განზრახვას, შეიძინოს ფრანგული სამხედრო შვეულმფრენები.
საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს მხარეები განიხილავენ ასევე ევროპის „ციფრული სტრატეგიის“ საკითხებს. საუბარია ხელოვნური ინტელექტის დარგში გლობალურ საერთაშორისო ინიციატივაზე (GPAI), რომელიც 2020 წელს დაარსდა.
ფორუმი