Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ არჩევნებისთვის „ლელომ“ სახელი გადაირქვა


კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები

მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება, „ლელომ“ სახელი გადაირქვა. სახელის შესაცვლელად პარტიას საჯარო რეესტრში თითქმის ერთთვიანი პერიოდი დასჭირდა.

22 აგვისტოდან „ლელო საქართველოს“ ნაცვლად პარტიის ოფიციალური დასახელებაა „ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“

სახელის შეცვლა „ლელოს“ დასჭირდა იმ ცვლილებების გამო, რომლებიც კანონში შევიდა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, 2023 წლის ოქტომბერში. ამ ცვლილებებით, პარლამენტმა შეზღუდა პარტიები და მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა მხოლოდ იმ სახელებით, რომლებიც რეესტრშია დაფიქსირებული.

იმის გამო, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით ტარდება და აკრძალულია ბლოკების შექმნა, პარტიებმა გადაწყვიტეს, რომ ერთიანი სიით იყარონ კენჭი. „ლელო“ ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს პარტიასთან „ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანთან“ ერთად - ახალ დასახელებაში სწორედ მათი სახელებია შესული.

საჯარო რეესტრის დოკუმენტი
საჯარო რეესტრის დოკუმენტი

დასახელების შეცვლის მოთხოვნით რეესტრს უკვე მიმართეს „ახლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა. მათი მოთხოვნა ჯერ არ დაკმაყოფილებულა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG