ადგილობრივები აცხადებენ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში 39 წლამდე კაცმა ცოლი და ორი კაცი მოკლა. რადიო თავისუფლებას ინფორმაცია დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა დეტალებზე ჯერ არ ლაპარაკობენ.
შემთხვევის ადგილზე პოლიციის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. მათ ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
კაცი, რომელიც, სავარაუდოდ, სამი ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველები მას მთელ კახეთში ეძებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ).
ფორუმი