Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტროს ეზოში თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს


თბილისი, იუსტიციის სამინისტროს შენობა
თბილისი, იუსტიციის სამინისტროს შენობა

თბილისში, იუსტიციის სამინისტროს შენობის ეზოში, ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა გუშინ, 27 აგვისტოს მოხდა, თუმცა მედიისთვის დღეს გახდა ცნობილი.

30 წლამდე ქალი სამინისტროს თანამშრომელია. ერთ-ერთი ვერსიით, იგი სამინისტროს შენობიდან გადმოვარდა.

„იუსტიციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და თანამშრომლებს“, - წერია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. სწორედ ამ მუხლით იწყება ხოლმე გამოძიება, როცა საწყის ეტაპზე არ იკვეთება დანაშაულის კვალი.

მასალა განახლდა იუსტიციის სამინისტროს განცხადების გავრცელების შემდეგ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG