Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მივცე ხმა, თუ არასდროს ვყოფილვარ არჩევნებზე?


თუ ემიგრაციაში არასდროს ყოფილხართ, დიდი ალბათობით, თქვენ საარჩევნო სიაში აუცილებლად იქნებით. მაგრამ ჯობს მონაცემები გადაამოწმოთ.

საარჩევნო სიაში საკუთარი თავის მოძებნა მარტივია - მობილური ტელეფონით, ლეპტოპით, კომპიუტერითა თუ პლანშეტით უნდა შეხვიდეთ ვებგვერდზე cesko.ge ან voters.cec.gov.ge.

ფოტო ცესკოს ვებგვერდიდან
ფოტო ცესკოს ვებგვერდიდან

ვებსაიტზე შესვლის დროს სულ ორი ველია შესავსები. იქ უნდა ჩაწეროთ:

  • პირადობის მოწმობაზე არსებული 11-ნიშნა რიცხვი;
  • თქვენი გვარი.

ამის შემდეგ უნდა მონიშნოთ ველი - „მე არ ვარ რობოტი“ და დააწკაპუნოთ ღილაკზე „ძებნა“.

თუ გამოჩნდა თქვენი ფოტო, სახელი და გვარი, ოლქი და მისამართი - ეს ნიშნავს, რომ თქვენ საარჩევნო სიაში ხართ. „ოლქი/უბნის“ ველში გამოტანილ მონაცემზე დაწკაპუნების შემდეგ კი თქვენ ნახავთ იმ საარჩევნო უბანს, სადაც ხმის მიცემა შეგიძლიათ.

თუ აღარ ცხოვრობთ იმ ბინაში, რომელიც ცესკოს ვებსაიტზე თქვენს საცხოვრებელ მისამართად არის მითითებული, უნდა მიაკითხოთ ნებისმიერ იუსტიციის სახლს და „გადაეწეროთ“.

გაითვალისწინეთ, რომ მისამართის შესაცვლელად აუცილებელია იმ ბინის მფლობელის თანხმობა, სადაც „ჩაწერას“ აპირებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ განახლებული სია ცესკოს არჩევნებამდე 19 დღით ადრე (7 ოქტომბრამდე) ეგზავნება. ამ ვადის გასვლის შემდეგ საარჩევნო სიებში ცვლილების შეტანა შეუძლებელია.

პასუხები სხვა კითხვებზე:

ფორუმი

XS
SM
MD
LG