Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების შედეგებზე უთანხმოების ფონზე ვენესუელაში დაკითხეს ოპოზიციის ლიდერი


ნიკოლას მადურო, ვენესუელის ლიდერი
ნიკოლას მადურო, ვენესუელის ლიდერი

ვენესუელაში პროკურორებმა 26 აგვისტოს გამოიძახეს და დაკითხეს ოპოზიციის ლიდერი, ედმუნდო გონზალეს ურუტია, რაც იყო ნაწილი სისხლის სამართლის საქმისა, რომელიც აღიძრა კამათის საგნად გადაქცეული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. არჩევნებში გამარჯვებულად თავი გამოაცხადა ქვეყნის ლიდერმა, ნიკოლას მადურომ.

გამოძიება შეისწავლის ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას - ამ შედეგების თანახმად, მადურო კენჭისყრაში აშკარად დამარცხდა.

ოფიციალურმა საარჩევნო საბჭომ მადურო 28 ივლისს გამოაცხადა გამარჯვებულად, ხმათა 52 პროცენტის საფუძველზე - თუმცა, საბჭომ უარი თქვა დეტალური შედეგების გამოქვეყნებაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG