Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახმეტის სოფლებში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, დაისეტყვა ვენახები


24 აგვისტო, 2024 წელი. სტიქის შედეგები ახმეტის მუნიციპალიტეტში.
24 აგვისტო, 2024 წელი. სტიქის შედეგები ახმეტის მუნიციპალიტეტში.

ძლიერმა ქარმა ახმეტის რამდენიმე სოფელში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. პირველადი ინფორმაციით, სახურავის გარეშე დარჩა სულ მცირე ოცი სახლი. დასეტყვილია ვენახების ნაწილიც. დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სიმინდის და ბოსტნეულის ნარგავები.

24 აგვისტო, 2024 წელი. სტიქიის შედეგები ახმეტის მუნიციპალიტეტში.
24 აგვისტო, 2024 წელი. სტიქიის შედეგები ახმეტის მუნიციპალიტეტში.

„თუკი რამე გვეთესა, ყველაფერი განადგურდა... ერთ ჰექტარზე პომიდორი მეთესა, სადაც 3 ტონა უნდა მომეკრიფა და გამეყიდა. აღარაფერი არ დარჩა. ვიცით რომ სტიქიაა და ხელს ვერ მიაფარებს, მაგრამ არ შეიძლება, რომ სახელმწიფო ბადეების შეძენაში დაგვეხმაროს? მერე ამბობენ, რატომ მიდის ხალხი ემიგრაციაშიო, აბა ახლა მე რა ვქნა - 10 წუთში დავკარგე მთელი წლის შემოსავალი...“ - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული, ნინო ყაყიჩაშვილი.

24 აგვისტო, 2024 წელი. სტიქიის შედეგები ახმეტის მუნიციპალიტეტში.
24 აგვისტო, 2024 წელი. სტიქიის შედეგები ახმეტის მუნიციპალიტეტში.

ქარმა, ახმეტაში მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და ელექტროენერგიის ბოძებიც. პანკისის ხეობის სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

24 აგვისტო, 2024 წელი. სტიქიის შედეგები ახმეტის მუნიციპალიტეტში.
24 აგვისტო, 2024 წელი. სტიქიის შედეგები ახმეტის მუნიციპალიტეტში.

მუნიციპალიტეტის მერის ალექსი ფიცხელაურის თქმით, ინფრასტრუქტურული ზარალის დათვლა უკვე დაიწყეს - „კომისია სოფლებში უკვე მუშაობს და არცერთ ოჯახს ღია ცის ქვეშ არ დავტოვებთ“.

24 აგვისტო, 2024 წელი. სტიქიის შედეგები ახმეტის მუნიციპალიტეტში.
24 აგვისტო, 2024 წელი. სტიქიის შედეგები ახმეტის მუნიციპალიტეტში.

23 აგვისტოს გვიან ღამით ამოვარდნილმა ქარმა პრობლემები შექმნა ლაგოდეხის სოფლებშიც. აფენის თემში მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG