Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლგოგრადის ოლქში - კოლონიაში პატიმრების ამბოხი სპეცრაზმმა ჩაახშო


N19 გამოსასწორებელ კოლონიის ხედი - პატიმრების მიერ გადაღებული ვიდეოს კადრი. სუროვიკინო. რუსეთი, 23 აგვისტო, 2024
N19 გამოსასწორებელ კოლონიის ხედი - პატიმრების მიერ გადაღებული ვიდეოს კადრი. სუროვიკინო. რუსეთი, 23 აგვისტო, 2024

ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ სუროვიკინოში მკაცრი რეჟიმის N19 გამოსასწორებელ კოლონიაში ამბოხება სპეცრაზმმა ჩაახშო.

პატიმრების მიერ აყვანილი მძევლები გაათავისუფლეს, ხოლო ამბოხების ოთხი მონაწილე სნაიპერებმა გაანადგურეს.

მათ კოლონიის თანამშრომლები - რვა მძევალი ჰყავდათ აყვანილი. ოთხი მათგანი დაჭრეს, ოთხი მოკლულია.

ტელეგრამის არხებზე მანამდე გავრცელდა სავარაუდოდ, კოლონიაში გადაღებული კადრები. ვიდეოებში ჩანს ოთხი ადამიანი, რომლებიც თავს მოიხსენიებენ „ისლამური სახელმწიფოს მოჯაჰედებად“. კადრებში ჩანს ოთხი მძევალიც.

მათ სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ფორმა აცვიათ. სამი მათგანი, სავარაუდოდ, ცოცხალი არაა, მეოთხე კისერშია დაჭრილი, თავდამსხმელები დანებით იყვნენ შეიარაღებული.

ერთ-ერთმა მეამბოხემ, ჩაწერა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ კოლონიის თანამშრომლები არღვევენ მუსლიმთა უფლებებს. "ისინი იქნენ მოკლული, ვინც მუსლიმებს ავიწროებდნენ და აწამებდნენ. ზოგს წიგნი წაართვეს, სხვებს ხალიჩები.და ჩვენს მათ ასევე მოვექეცით, არავითარი დანდობა“ -ამბობს ვიდეოს ავტორი.

სხვა სავარაუდოდ, ასევე ამ კოლონიაში გადაღებულ ვიდეოზე პატიმარი მიმართავდა პუტინს. გავრცელდა სხვა ვიდეოებიც.

პატიმრების მიერ ციხის ხელში ჩაგდება დაადასტურა რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის რეგიონული სამმართველო.

გამოცემა "ბაზა" იტყობინებოდა, რომ ციხის ხუთმა თანამშრომელმა, მათ შორის კოლონიის ხელმძღვანელმა, გაქცევა მოასწრო, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაშია.

გამოცემა "Сапа Кавказ-ი" კი თავის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პატიმრები 2 მლნ დოლარსა და ვერტმფრენს მოითხოვდნენ.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ადამიანის მძევლად აყვანის მუხლით.

ეს კოლონიაში მძევლების აყვანის მეორე შემთხვევაა ბოლო ორ თვეში რუსეთში. ივნისში მსგავსი ინციდენტი მოხდა დონის როსტოვში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG