მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა მოკლული ქეთევან ედიბერიძის დედა და მოითხოვს განაჩენის უვადო პატიმრობით შეცვლას. ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ „საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ იყო“.
„20 წლის მერე ვინ მომიყვანს ჩემს შვილს?! 20 წლის მერე ეს გამოვა და მზეს დაინახავს“, - თქვა გარდაცვლილის დედამ სხდომიდან გამოსვლის შემდეგ.
პროკურატურა განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. მიიჩნევს, რომ კაცმა დანაშაული ჩაიდინა გენდერული ნიშნით, თუმცა სასამართლომ ეს არ გაიზიარა.
9 იანვრის ღამეს, თბილისში 30 წლის გიორგი კავლელაშვილმა ცივი იარაღით ჯერ 27 წლის ცოლს, ქეთევან ედიბერიძეს, მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი თავი დაიზიანა. ქალი იმავე ღამეს გარდაიცვალა კლინიკაში.
გიორგი კავლელაშვილს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ).
ფორუმი