Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე


საოკუპაციო ძალებმა შიდა ქართლში, ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს“, - აღნიშნავენ სუსში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG