Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Georgian Airways-ი თბილისიდან ნოვოსიბირსკის მიმართულებით ფრენის დაწყებას გეგმავს


ფოტო არქივიდან: ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავი
ფოტო არქივიდან: ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავი

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისი-ნოვოსიბირსკი-თბილისის ავიარეისზე ფრენებს აანონსებს.

თავდაპირველად ინფორმაცია ახალი რეისების შესახებ ნოვოსიბირსკის "ტოლმაჩევოს" აეროპორტის საიტზე გამოქვეყნდა. იქ მითითებული იყო, რომ რეისები 28 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით შესრულდებოდა კვირაში ორჯერ: სამშაბათობითა და შაბათობით.

ინფორმაცია რეისების შესახებ "ჯორჯიან ეარვეისის" ვებსიატზე
ინფორმაცია რეისების შესახებ "ჯორჯიან ეარვეისის" ვებსიატზე

დაგეგმილი რეისების შესახებ ინფორმაცია Georgian Airways-ის ვებსაიტზეც გამოქვეყნდა, თუმცა ჯერჯერობით ბილეთების გაყიდვა არ დაწყებულა. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ დეტალები ზუსტდება, რომ რეისების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს ნოვოსიბირსკში დიდი ქართული დიასპორის არსებობის გათვალისწინებით.

Georgian Airways-ი უკვე ასრულებს რეისებს თბილისი-მოსკოვისა და თბილისი სანქტ- პეტერბურგის მიმართულებებით და მგზავრებს ტრანზიტულ რეისებს სთავაზობს ევროკავშირის ქვეყნებშიც.

რუსული ავიაკომპანიები Red Wings-ი და Azimuth-ი რეისებს ასრულებენ საქართველოს ქალაქებიდან მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, სოჭის, ჟუკოვოს, ეკატერინბურგის, ყაზანის, სამარის, მინვოდის, უფის მიმართულებებით. მხოლოდ ივნისში საქართველოსა და რუსეთის ქალაქებს შორის 400-ზე მეტი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა.

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები განახლდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 2023 წლის 19 მაისის ბრძანებით. აშშ, ევროკავშირი და უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ მოსკოვთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების გამო. რუსეთთან ავიარეისების აღდგენის შემდეგ კიევმა სანქციები დაუწესა ავიაკომპანია Georgian Airways-სა და მის დამფუძნებელს, თამაზ გაიაშვილს. ის მიიჩნევს, რომ „უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში" მისი "ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა.“

ფორუმი

XS
SM
MD
LG