Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხათუნა სამნიძე უერთდება „კოალიციას ცვლილებისთვის“


„კოალიცია ცვლილებისთვის“
„კოალიცია ცვლილებისთვის“

„კოალიციას ცვლილებისთვის“ უერთდება "რესპუბლიკური პარტია“. ამის შესახებ კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერებმა ზუგდიდში, ბრიფინგზე, ისაუბრეს.

„მე მაქვს პატივი, ვიყო იმ ადამიანებთან, რომელთა იმედიც მექნება არჩევნებამდე და მის შემდეგ... მე მოვიგე ჩემი პირადი ბრძოლა, დავამარცხე ის ავადმყოფობა, რომლის გამოც ბევრი ტანჯვა გამოვიარე. ახლა დროა, რომ განვკურნოთ ქვეყანა, ამას ჩვენ გავაკეთებთ ერთობლივად“, - თქვა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ.

როგორც კოალიციის პრესსამსახურში აცხადებენ, მათ ასევე შეუერთდა ორგანიზაცია „სალამი“.

2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობისთვის კოალიცია თავდაპირველად „ახალმა“, „გირჩი - მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ შექმნეს.

მომავალ პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელია არჩევნებში მონაწილე პარტიებმა გადალახონ 5%-იანი ბარიერი. იმისათვის, რომ პარტიებმა ბარიერი გადალახონ და მათი ხმები არ დაიკარგოს, კოალიციებად გაერთიანება გადაწყვიტეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG