Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუშეთში გიორგი ანწუხელიძის მემორიალური სვეტი გაიხსნა


ღონისძიებას დაესწრნენ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, ეროვნული გმირის ოჯახის წევრები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.
ღონისძიებას დაესწრნენ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, ეროვნული გმირის ოჯახის წევრები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.

თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალური სვეტი გაიხსნა. სვეტი დღეს, 18 აგვისტოს, მის დაბადების დღეზე გაიხსნა. გიორგი ანწუხელიძე 40 წლის გახდებოდა.

„გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ეროვნული გმირები ქვეყნის ენერგიის წყარო არიან. ესენი აცოცხლებენ და აღვივებენ საუკუნეების მანძილზე დაგროვილ უზარმაზარ ეროვნულ მუხტს.

მარადიული ხსოვნა იყოს თქვენი! ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ თქვენი ღირსნი ვიყოთ და თქვენი გზა ჩვენც გავამართლოთ!“ - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა, მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი კი წერს, რომ ანწუხელიძე მომავალი თაობებისთვის იქცა სამშობლოსთვის თავდადების, სულიერი სიმტკიცის, პატრიოტიზმის მისაბაძ მაგალითად:

„სწორედ, გიორგი ანწუხელიძეზე, მისნაირ მამაც სამხედროებსა და გმირებზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა“.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში რუსმა და ოსმა სამხედროებმა ცხინვალში წამებით მოკლეს.

გიორგი ანწუხელიძის ცხედრის გადმოსვენება 2008 წლის ნოემბერში მოხერხდა, მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა.

სიკვდილის შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG