Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანში გამოირთო ბოლო მოქმედი ელექტროსადგური


ბეირუთის ხედი არაიადან. 30 ივლისი, 2024 წელი. ქვეყანაში ბოლო ექეტროსადგური გამოირთო
ბეირუთის ხედი არაიადან. 30 ივლისი, 2024 წელი. ქვეყანაში ბოლო ექეტროსადგური გამოირთო

ლიბანში საწვავის ნაკლებობის გამო გამოირთო ბოლო მოქმედი ელექტროსადგური. შედეგად, მთელ ქვეყანაში შეწყდა სახელმწიფო ენერგოსისტემის მიერ დენის მიწოდება.

ამის შესახებ იტყობინება სახელმწიფო ენერგოუწყება.

ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ აეროპორტებს და ნავსადგურებს ბეირუთში, ასევე წყალსაქაჩებს, კანალიზაციის სისტემებს და საპატიმროებს.

ლიბანის მთავრობა ეკონომიკური კრიზისის გამო რა ხანია ვეღარ უზრუნველყოფს ქვეყანას საწვავით. ელექტროდენის მიწოდების შეწყვეტის გამო ხშირად ამუშავებენ დიზელის გენერატორებს.

სახელმწიფო ელექტროსადგურები ქვეყანას დენის არასტაბილურად აწვდიდნენ და მთლიანობაში, მოსახლეობას დღეში მხოლოდ ორი საათით ჰქონდა ელექტროენერგია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG