Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა თავისი ნათესავი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივნად დანიშნა


ვლადიმირ პუტინი და ანა ცივილიოვა. 25 აპრილი, 2024 წელი
ვლადიმირ პუტინი და ანა ცივილიოვა. 25 აპრილი, 2024 წელი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავისი ბიძაშვილის შვილი ანა ცივილიოვა დანიშნა თავდაცვის მინისტრის სახელმწიფო მდივან-მოადგილედ.

ადრე ცივილიოვა მხოლოდ მინისტრის მოადგილე იყო. ეს თანამდებობა მან დაიკავა ივნისში, როცა მინისტრის პოსტზე სერგეი შოიგუ შეცვალა ანდრეი ბელოუსოვმა.

სამინისტროში ცივილიოვა სამხედრო მოსამსახურეების სოციალური და საბინაო უზრუნველყოფის, ასევე უკრაინაში ომის მონაწილეთა მხარდაჭერის სახელმწიფო ფონდ „სამშობლოს დამცველებთან“ ურთიერთობის საკითხებს ხელმძღვანელობს.

ცივილიოვას მიმართ დაწესებულია ევროკავშირის სანქციები. მისი ქმარი, სერგეი ცივილიოვი მაისამდე კემეროვოს ოლქის გუბერნატორი იყო. ახლა ის რუსეთის „მინენერგოს“ ხელმძღვანელია.

თავდაცვის სამინისტროს მხოლოდ ერთი სახელმწიფო მდივანი (Статс-секретарь) ჰყავს. ამ თანამდებობაზე მყოფთა ამოცანაა სახელმწიფო ორგანოებთან, პარლამენტთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა.

სახელმწიფო მდივნის თანამდებობა რუსეთის სხვა სამინისტროებშიც არსებობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG