უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ჯარები „ამაგრებენ“თავიანთ პოზიციებს რუსეთის კურსკის ოლქში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ოლექსანდრ სირსკიმ „მომახსენა რუსეთის კურსკის ოლქში ჩვენ ჯარების პოზიციების გამაგრების შესახებ და სტაბილიზებული ტერიტორიის გაფართოების შესახებ“ - წერს ზელენსკი Telegram-ის არხზე 17 აგვისტოს.
ზელენსკის ეს განცხადება გავრცელდა მას მერე, რაც რუსეთის საგარეო უწყებამ უკრაინა დაადანაშაულა გლუშკოვოს რაიონში მნიშვნელოვანი ხიდის განადგურების მიზნით ამერიკული წარმოების რაკეტების გამოყენებაში, რასაც ემსხვერპლნენ „მოხალისეები,“ რომლებიც მშვიდობიან მოქალაქეებს ევაკუაციაში ეხმარებოდნენ.
"კურსკის რეგიონს პირველად დაარტყეს დასავლური წარმოების, სავარაუდოდ HIMARS-ის ტიპის რაკეტებით", განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 16 აგვისტოს საღამოს Telegram-ით გავრცელებულ ცნობაში. ამ განცხადებაში გამოთქმულის დადასტურება არ ხერხდება.
ფორუმი