Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტატო კოტეტიშვილის სადებიუტო ფილმმა ლოკარნოს კინოფესტივალზე ოქროს ლეოპარდი აიღო


ქართველი რეჟისორის, ტატო კოტეტიშვილის სადებიუტო მხატვრული ფილმი, "წმინდა ელექტროენერგია" ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა და ოქროს ლეოპარდი აიღო.

ფილმის პრემიერა სწორედ ლოკარნოს კინოფესტივალზე შედგა, Concorso Cineasti del Presente-ს საკონკურსო სექციაში. "წმინდა ელექტროენერგია" საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხატვრული ფილმების კონკურსის გამარჯვებულია და ის საპროდიუსერო კომპანია "ნუში ფილმის" გადაღებულია - ქართულ-ნიდერლანდური ფილმის თანაპროდიუსერები არიან ორი ჰოლანდიური ორგანიზაცია GoGoFilm და The FilmKitchen, ასევე ქართული Arrebato Film.

კადრი ფილმიდან
კადრი ფილმიდან

დაჯილდოების ცერემონიაზე ტატო კოტეტიშვილმა ფესტივალის პლატფორმა ქართულ კინოზე სალაპარაკოდ გამოიყენა, დარბაზში მყოფ აუდიტორიას უთხრა, რომ ქართველ კინემატოგრაფისტებს მძიმე დრო უდგათ და კინოცენტრის მიმართ ბოიკოტის გამო საქართველო კარგავს შანსს, განავითაროს თანამედროვე ქართული კინო.

„მინდა, რომ ეს ფილმი მივუძღვნა ქართულ კინოსაზოგადოებას, რომელიც სავსეა საინტერესო და ნიჭიერი ადამიანებით, თუმცა ახლა ძალიან რთული დროა, რადგან ქართველი რეჟისორების დიდი ნაწილი ბოიკოტში იმყოფება ეროვნული კინოცენტრის წინააღმდეგ და მათ არავინ უსმენს. სწორედ ამიტომ ბევრი მნიშვნელოვანი ფილმის გადაღება ვერ ხდება. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მალე კარგი შედეგით დასრულდება და შევძლებთ მეტი კარგი ქართული ფილმის ნახვას", - თქვა მან პრიზის გადაცემისას.

ფილმის შემდეგი ჩვენება სარაევოს კინოფესტივალზე გაიმართება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG