17 აგვისტოს გამთენიისას, დაახლოებით დილის 6 საათზე რუსეთმა იერიში მიიტანა ქალაქ სუმის ცენტრზე - ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ქალაქის მეთაურის, ალეკსეი დროჟდენკოს თქმით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულია ორი ადამიანი, თავისუფლების გამზირზე დაიწვა ათამდე მანქანა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ჯამში მთელი გასული ღამის განმავლობაში სუმის რეგიონში რუსულმა არმიამ 18 საჰაერო თავდასხმა მოაწყო.
ფორუმი