Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ვეტერანი უფლებადამცველი ციხეში დაიბარეს გუტერეშისადმი წერილის ხელმოწერისთვის


მოჰამად სეიფზადე
მოჰამად სეიფზადე

ირანის ხელისუფლებამ უწყება გასცა ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ადვოკატის, 76 წლის მოჰამად სეიფზადეს ხელახლა დაპატიმრებაზე. მას აპატიმრებენ მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა, განაცხადა 14 აგვისტოს ირანის ადამიანის უფლებების ცენტრმა.

სეიფზადე რამდენიმე დღის წინ გამოიძახეს თეირანის ავადსახსენებელ ციხე ევინში და წაუყენეს ბრალდება - „სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდა“ და „სიცრუის პუბლიკაცია“. მიზეზია ის, რომ სეიფზადე ერთ-ერთია 45 ირანელ აქტივისტს შორის, რომლებმაც ერთობლივი წერილი გაუგზავნეს გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს და მას მოუწოდეს, ხმა აღიმაღლოს ირანში პოლიტიკური მოტივით სიკვდილის დასჯის წინააღმდეგ, იტყობინება ირანის ადამიანის უფლებების ცენტრი და დასძენს, რომ ეს „პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა“ იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG