ირანის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა 12 აგვისტოს გამოაცხადა, რომ გასულ კვირაში გადადგა თავისი ახალი თანამდებობიდან, ვიცე-პრეზიდენტობიდან.
ზარიფი პლატფორმა X-ზე ასახელებს გადადგომის რამდენიმე მიზეზს, მათ შორის ზეწოლას, რომელიც მან დანიშვნის შემდეგ განიცადა, რადგან მისი შვილები აშშ-ის მოქალაქეები არიან.
ახალარჩეულმა რეფორმატორმა პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ზარიფი ორ კვირაზე ცოტა ხნის წინ დაასახელა ვიცე-პრეზიდენტად.
ზარიფი - რომელმაც 2015 წელს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან შეათანხმა საეტაპო მნიშვნელობის ატომური ხელშეკრულება - ამბობს, რომ აპირებს საუნივერსიტეტო სივრცეს დაუბრუნდეს და ნაკლებად კონცენტრირდეს შიდაპოლიტიკურ საკითხებზე.
ფორუმი