მილიარდერი ბიზნესმენი ილონ მასკი 12 აგვისტოს სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე ინტერვიუს ჩამოართმევს აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს.
ამ ინტერვიუმ ექსპრეზიდენტ ტრამპს შესაძლოა საშუალება მისცეს, კვლავ მოექცეს ყურადღების ცენტრში იმ ფონზე, როცა, გავრცელებული შეხედულებით, მისი კამპანიის მიმართ ყურადღება იკლებს.
5 ნოემბრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის მეტოქე, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გამოკითხვებში დაწინაურდა და ენერგიული შეხვედრების სერიით გაზარდა დემოკრატთა ამომრჩევლების მობილიზაცია.
ფორუმი