2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიიდან გასვლის შემდეგ მიცემულ პირველ ტელეინტერვიუში, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი წარმოადგენს "ჭეშმარიტ საფრთხეს ამერიკის უშიშროებისთვის".
"დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, თუ ის გაიმარჯვებს... ამ არჩევნებში, ნახეთ რა მოხდება", - უთხრა ბაიდენმა CBS News-ს 11 აგვისტოს ნაჩვენებ ინტერვიუში. "ეს საფრთხეა, იგი არის ჭეშმარიტი საფრთხე ამერიკის უშიშროებისთვის. ჩვენ მსოფლიო ისტორიის გარდამტეხი მომენტი გვიდგას. ნამდვილად ასეა... და მთავარი არის დემოკრატია".
81 წლის ბაიდენი საჯაროდ აქტიურად აღარ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა მოხსნა. ეს გადაწყვეტილება კი მოჰყვა მის არასტაბილურ გამოსვლას ტრამპის წინააღმდეგ დებატებში, რითაც გაძლიერდა შიშები მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. აშშ-ის პრეზიდენტს არაერთმა დემოკრატმა მოუწოდა, უარი ეთქვა მეორე ვადით კენჭისყრის განზრახვაზე.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება.
ფორუმი