Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი გამოდიან ახლო აღმოსავლეთში ვითარების "დეესკალაციის" მოწოდებით


აშშ „ღრმად შეშფოთებულია“ ისრაელის მიერ 10 აგვისტოს ღაზაში სკოლის ტერიტორიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის გამო, რომელსაც, ადგილობრივი ცნობებით, ემსხვერპლა 100-მდე ადამიანი.
აშშ „ღრმად შეშფოთებულია“ ისრაელის მიერ 10 აგვისტოს ღაზაში სკოლის ტერიტორიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის გამო, რომელსაც, ადგილობრივი ცნობებით, ემსხვერპლა 100-მდე ადამიანი.

ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები გამოვიდნენ ახლო აღმოსავლეთში ვითარების "დეესკალაციისა და რეგიონული სტაბილურობის" მოწოდებებით და ირანსა და მის მოკავშირეებს მიმართეს თხოვნით, არ გამოუთხარონ ძირი ღაზაში "ცეცხლის შეწყვეტაზე და მძევალთა გათავისუფლებაზე დათანხმების შესაძლებლობას".

12 აგვისტოთი დათარიღებულ განცხადებაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიესალმებიან აშშ-ის და რეგიონის წარმომადგენლების მოწოდებებს, დაუყოვნებლივ აღდგეს მოლაპარაკებები ისრაელსა და აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ ჰამასს შორის. მათი თქმით, ამგვარი მოლაპარაკებების "მეტი დაყოვნება" დაუშვებელია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG